აშშ-ის ხელისუფლებამ 14 ერაყულ ბანკს აშშ დოლარში ტრანზაქციების განხორციელება აუკრძალა, ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
შესაბამისი აკრძალვა აშშ-ს ხაზინამ და ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკმა (FRB) შემოიღო, როგორც ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილი, რათა თავიდან აიცილონ დოლარის გადარიცხვა ირანში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, რომლებიც ვაშინგტონის სანქციების ქვეშ არიან.
გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერაყის ბანკები მონაწილეობდნენ ფულის გათეთრებაში და თაღლითურ სქემებში, მათ შორის სანქცირებული პირების მონაწილეობით და შესაძლოა ირანის ინტერესების გათვალისწინებით.
14 ერაყული ბანკისთვის დოლარის ტრანზაქციების აკრძალვის მთავარი მიზანი ერაყში ფულის გათეთრების შეზღუდვაა, წერს The Wall Street Journal.