ამერიკელი კონგრესმენები ბაიდენს მოუწოდებენ აშშ-მ გადასცეს უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალები კონტრშეტევისთვის. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy წერს.
გამოცემა იუწყება, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნის მოწოდებით ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიულმა ჯგუფმა მიმართა.
მათ მიაჩნიათ, რომ გაუმჯობესებული სტანდარტული ორმაგი დანიშნულების საბრძოლო მასალის გადაცემა უკრაინელების პოენციალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ გააძლიერებს.