აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უახლოეს დღეებში მოკავშირეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყარაბაღში სადამკვირვებლო მისიაზე იმსჯელებენ.
„პირველი, ჩვენ გვინდა, ვიხილოთ შენარჩუნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მეორე, გვსურს ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება. ლაჩინის დერეფანი ღია უნდა იყოს, რაც ნიშნავს ჰუმანიტარული მარაგების შესვლას და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას. ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანის მთავრობის კომენტარს, რომ ისინი მიესალმებოდნენ ასეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.
მილერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ზოგჯერ ხელს უწყობდა მოლაპარაკებებს, რაც სასარგებლო იყო, მისი როლი გასულ კვირაში პროდუქტიული არ იყო.
„რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ რუსეთმა აქ პროდუქტიული როლი შეასრულა გასულ კვირაში. ვნახეთ, იყო დრო, როდესაც რუსები ხელს უწყობდნენ მოლაპარაკებებს და ეს იყო ის, რასაც მივესალმებით. ბოლო კვირაში მათი როლი ამ სიტუაციაში პროდუქტიული არ ყოფილა“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.