აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა.

Bloomberg-ის ცნობით, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება „შეერთებულ შტატებს მეტ ვალდებულებებს მიანიჭებს“, ასე რომ, ეს, სავარაუდოდ, არ შედის ვაშინგტონის ინტერესებში.

„ასე რომ, თუ ჩვენ დავიმატებთ ვალდებულებებს, რა სარგებელს მივიღებთ სანაცვლოდ?”, - აღნიშნა დესანტისმა. 

ის ასევე თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მისცეს უკრაინას „ცარიელი ჩეკი“ (ხელმოწერილი ჩეკი, რომელიც არ მიუთითებს თანხის ოდენობაზე), რადგან ის „არ იყენებს ბერკეტს კონფლიქტის დასასრულებლად“.