მედიის თანახმად, თეთრი სახლის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ინგლისური შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად გამოცხადდება.

ბრძანება მიზნად ისახავს მთავრობის ეფექტურობის გაუმჯობესებას და ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობას.

ცნობისთვის, აშშ-ს არასოდეს ჰქონია ოფიციალური ენა, თუმცა, ქვეყნის 32 შტატშია აღიარებული ინგლისური ოფიციალურ ენად.

ქვეყნის 340 მილიონი ადამიანიდან თითქმის 68 მილიონი საუბრობს სხვა ენაზე, გარდა ინგლისურისა.