აშშ-ის ხელისუფლება განაახლებს „რადიო თავისუფლების“ დაფინანსებას.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) უკან გაიწვია 15 მარტის გადაწყვეტილება „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის“ გრანტის გაუქმების შესახებ.

ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს ხელმძღვანელის უფროსი მრჩეველი, კერი ლეიკი. ამრიგად, საგრანტო შეთანხმება კვლავ ძალაში შედის.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო იტოვებს უფლებას, გააუქმოს გრანტი მომავალში.

ცნობისთვის, აღნიშნული გრანტის გაუქმების შემდეგ, მედიაჰოლდინგმა სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მიაღწია დაფინანსების დროებით აღდგენას.

2025 წლის ოქტომბრამდე „რადიო თავისუფლებამ“ ფედერალური მთავრობისგან უნდა მიიღოს კიდევ 77 მილიონი დოლარი.

1tv.ge