ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. FED-ის კომიტეტის განცხადებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ისევ 5%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება.
გასული ერთი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც FED-მა განაკვეთის მოცულობა დამატებით არ გაზარდა და მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების სტრატეგია აირჩია.
გამკაცრების პოლიტიკის დროებით შეჩერება პირდაპირ კავშირშია აშშ-ში წლიური ინფლაციის დონის 4%-მდე შემცირებასთან, რაც ბოლო ორი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ივლისში დაგეგმილ შეხვედრაზე ფედერალური რეზერვი ისევ დაუბრუნდება გამკაცრების პოლიტიკას და განაკვეთს დამატებით 25 საბაზო პუნქტით გაზრდის, რადგან საბაზო ინფლაციის დონე კვლავაც 5.3%-იან ნიშნულზეა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება სამიზნე მაჩვენებელს.
შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაზე FED-მა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა, რაც სრულ თანხვედრაში იყო ანალიტიკოსების პროგნოზთან.
გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპს შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა
ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს. ის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფოა მსოფლიოში - ირაკლი კობახიძე
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს - Financial Times
ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ - შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა - ირაკლი კობახიძე
ჯო უილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი ყველა თვალსაზრისით და მგონი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე
„ადრე იყო შავი და თეთრი სამყარო“ – ირაკლი კობახიძე
დღეს ირანთან ომი დავასრულეთ - დონალდ ტრამპი
1781241540