გამოცემა NBC News ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერსრომ ღაზაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჰუმანიტარული დახმარების შესატანად ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელში 200 სამხედროს გაგზავნის.

გამოცემასთან საუბრისას მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ ამერიკის სამხედრო დანაყოფი მომარაგების, ტრანსპორტირებისა და დაგეგმარების პროცესის უზრუნველსაყოფად ისრაელში განთავსდება.

"ისინი ღაზაში არ იქნებიან, არცერთი სამხედრო არ იქნება ღაზის მიწაზე." - აღნიშნა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ცნობისთვის, დღეს, 12 ოქტომბერს, ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის სპიკერმა, შოშ ბედროსიანმა თქვა, რომ მოელიან, რომ ჰამასი ისრაელელ მძევლებს ხვალ, 13 სექტემბერს, დილით გაათავისუფლებს.

მანამდე, 9 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია მძევლებს 13 ან 14 ოქტომბერს გაათავისუფლებს.

"ისინი [მძევლები] ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გათავისუფლდნენ. მათი დაბრუნება რთული პროცესია" - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში მინისტრთა კაბინეტის სხდომისას.

მისი თქმით, მომავალ კვირაში შეეცდება ახლო აღმოსავლეთში გაემგზავროს. ამასთანავე, ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ის ეგვიპტეში ჩავა.

tabula.ge