აშშ და მოკავშირეები ჩინეთის სამხედრო პოტენციალის ზრდით შეშფოთებულები არიან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ჩინეთის მიერ ბირთვული შეიარაღების გაფართოებას ყურადღებით აკვირდება.

„ჩინეთი კაცობრიობის ისტორიაში სამხედრო ძალის ყველაზე სწრაფ ზრდას ახორციელებს. რა თქმა უნდა, ამას ყურადღებით ვაკვირდებით. ამის გამო ყველა შეშფოთებულია“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე, რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის განახლება სხვა ბირთვული ძალების ქმედებებზე პასუხს წარმოადგენს.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს სისტემები მუშაობს და საიმედოა“, - აღნიშნა რუბიომ.

წყარო: ინტერპრესნიუსი