აშშ-ის დაზვერვა ადასტურებს, რომ ჩინეთი კუბაზე ჯაშუშთა ბაზას ინარჩუნებს. თავდაპირველად, თეთრმა სახლმა მსგავსი ცნობები უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს. გამოცემის ცნობით თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთმა კუბაზე სადაზვერვო ობიექტები 2019 წელს განაახლა.
საინფორმაციო სააგენტოებთან ანონიმურობის პირობით საუბრისას, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის სათვალთვალო ოპერაციები პეკინის გლობალური ძალისხმევის ნაწილია, გააძლიეროს დაზვერვის შესაძლებლობები.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კუბაზე ახალი ჯაშუშური ობიექტების განთავსების მცდელობის შესახებ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია.