ნოამ ჩემზე არასწორად თქვა, რომ დონალდ ტრამპმა და ბილ კლინტონმა დრო ეპშტეინის კუნძულზე გაატარეს - არასდროს ვყოფილვარ ეპშტეინის კუნძულზე და არც მის მახლობლად, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელი ტელეწამყვანის ტრევორ ნოას მიერ კვირას „გრემის“ დაჯიდლოების ცერემონიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ დონალდ ტრამპს გრენლანდია სჭირდება, რადგან ეპშტეინის კუნძული აღარ არის და მას სურს ახალი კუნძული ყოფილ პრეზიდენტთან, ბილ კლინტონთან ერთად დროის გასატარებლად.
ტრამპის თქმით, ტრევორ ნოას ცილისწამებისთვის უჩივლებს და მას ბევრი ფულის გადახდა მოუწევს.
„გრემის დაჯილდოება ყველაზე ცუდია, პრაქტიკულად, არავინ უყურებს. CBS-ს გაუმართლა, რომ ეს ნაგავი აღარ არის მათ ეთერში. ნოამ ჩემზე არასწორად თქვა, რომ დონალდ ტრამპმა და ბილ კლინტონმა დრო ეპშტეინის კუნძულზე გაატარეს. არასწორია!!! ბილის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ ეპშტეინის კუნძულზე და არც მის მახლობლად და დღევანდელ ცრუ და ცილისმწამებლურ განცხადებამდე არასდროს დაუდიათ ბრალი იქ ყოფნაში, ყალბი ამბების მედისაც კი. ნოამ, სრულიად წარუმატებელმა, სჯობს, ფაქტები გაასწოროს. როგორც ჩანს, ჩემს ადვოკატებს გავგზავნი, რომ უჩივლონ ამ საწყალ, საცოდავ, უნიჭო, სულელ წამყვანს და ბევრი გადახდას მოსთხოვენ. ჰკითხეთ პატარა ჯორჯ სლოპადოპოლუსს და სხვებს, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. ასევე ჰკითხეთ CBS-ს! მოემზადეთ, ნოა, მე შენთან ერთად გავერთობი!”- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ტრევორ ნოამ „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიის დროს განაცხადა, რომ „წლის სიმღერა - ეს არის გრემი, რომელიც ყველა შემსრულებელს თითქმის ისევე სურს, როგორც ტრამპს გრენლანდია, რაც გასაგებია, რადგან ეპშტეინის კუნძული აღარ არის, მას ახალი კუნძული სჭირდება ბილ კლინტონთან დროის გასატარებლად“.
ipn.ge