American Airlines–ის თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ასრულებდა სან დიეგოდან ჩიკაგოში, ფინიქსში ავარიული დაშვება განახორციელა ბორტზე მყოფი დებოშიორის გამო. ამის შესახებ CBS News-ი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

სამართალდამცველების ცნობით, მამაკაცი ადგილიდან წამოდგა და მანქანის წინა მხარეს მივიდა. მან უგულებელყო ბორტგამცილებლების მოთხოვნა, უკან დამჯდარიყო და თვითმფრინავის კარის გაღება სცადა. ეკიპაჟი და სხვა მგზავრები მამაკაცს მანამ იჭერდნენ, სანამ თვითმფრინავი ფინიქსში არ დაეშვა. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და გამოკვლევისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთ-ერთმა მგზავრმა ABC7 Chicago-ს განუცხადა, რომ მამაკაცმა თვითმფრინავის გვერდითი და მთავარი კარების გაღება სცადა და თქვა: „მინდა დავინახო იესო, გამიშვით ამ თვითმფრინავიდან“.

ვრცლად snob.ru – ზე