საფრანგეთში მამაკაცმა ეროვნულ ასამბლეას 600 პრეზერვატივი გაუგზავნა, რადგან, მისი აზრით, პარლამენტის წევრები „არ უნდა გამრავლდნენ“ მათი შეუფერებელი ქცევის გამო, იტყობინება Hérault.

ლოდევის მცხოვრებმა პიერ გირომ, მეტსახელად „პიერო ლე ზიგო“, ამანათი 11 სექტემბერს ბურბონის სასახლეში გაგზავნა. მან ეროვნული ასამბლეის წევრების საქციელი გააკრიტიკა.

პიერ გირო სხვადასხვა არჩევნებში იყო კანდიდატი, მათ შორის 2012 წლის ლოდევის რაიონული ასამბლეის არჩევნებში. ის ცნობილია თავისი პროვოკაციული სიმბოლური ქმედებებით.

ვრცლად rbc - ზე