ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზად არის გააგრძელოს რუსეთთან თანამშრომლობა, თუმცა სანქციების რეჟიმის დარღვევას არ აპირებს.

"იქ სადაც არის შესაძლებლობა ჩვენ სიხარულით მივდივართ თანამშრომლობაზე რუსეთის მოთხოვნასთან, მაგრამ სანქციები - ჩვენთვის წითელი ხაზია. ჩვენ ღიად ვეუბნებით რუსეთს: არ გვსურვს გავნოთ, მაგრამ ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას სანქციების ქვეშ აღმოვჩნდეთ. ეს საიდუმლო არ არის",- ამბობს სომხეთის პრემიერი.

ამის შესახებ ფაშინიანი ჩეხური გაზეთ Respekt-თან ინტერვიუში.

სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლოგისტიკის ჯაჭვი დაირღვა და იმ საქონლის ნაწილი, რომელიც ადრე პირდაპირ რუსეთში მიემართებოდა, ახლა იქ სხვა სახელმწიფოების გავლით ჩადის.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი ცდილობს მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს თავის პოლიტიკაში სანქციებთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთს მასშტაბური ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, სომხეთი რუსი მიგრანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი გახდა.

გასული წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის გაიზარდა ვაჭრობა, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკის კუთხითაც. როგორც ცნობილია ევროკავშირის მომდევნო სანქციათა პაკეტები, სწორედ შესაძლო ხვრელების ამოქოლვაზე და სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შემცირებაზე იყოს ფოკუსირებული. 

Realpolitika.ge