საფრანგეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის, Insee-ს წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთში სამომხმარებლო ფასები, რომელიც ჰარმონიზებულია ევროკავშირის სტანდარტებთან, აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მარტის მონაცემს, წინა თვეში ინფლაციის ზრდა 6,7%-დან დაჩქარდა.
Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ინფლაციის შენელებას 6,6%-მდე ელოდნენ.
წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0,7%-ით (მარტში 1%-ით) გაიზარდა.
აპრილში ფასები წლიურ ჭრილში 5,9%-ით, ხოლო ყოველთვიურად 0,6%-ით გაიზარდა. მარტში ზრდამ - 5.7% და 0.9% შეადგინა.
საფრანგეთში სურსათის ღირებულების ზრდა აპრილში, წლიური ჭრილში, 14,9%-მდე შენელდა, მარტის 15,9%-დან, სამრეწველო საქონელი - 4,7%-მდე 4,8%-დან, მომსახურების სფერო - 3,2%-დან 2,9%-მდე. სამომხმარებლო ფასების აპრილის დინამიკის საბოლოო მონაცემები 12 მაისს გამოქვეყნდება.