Apple-ს, Visa-ს და Mastercard-ს Apple Pay-ს გამო, ჯგუფური სარჩელით უჩივიან. კომპანიებს ბრალად უკანონო გარიგებებში ედებათ, რომლებიც კონკურენციას ზღუდავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სასმელების საცალო მოვაჭრე Mirage Wine & Spirits Visa-სა და Mastercard-ს Apple Pay-ის ადანაშაულებს, რომ ტრანზაქციებში კომპანიები გაზრდილ საკომისიოს იხდიან.
სარჩელის თანახმად, Apple-მა გააფორმა ხელშეკრულება Visa-სა და Mastercard-თან, რომლითაც უარი თქვა მათთან კონკურენციაზე. სანაცვლოდ, საბანკო კომპანიები ტრანზაქციის საკომისიოს ნაწილს იხდიდნენ მომხმარებლების მიერ Apple-ის მობილური საფულის სერვისის გამოყენებით განხორციელებულ შესყიდვებზე.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Visa-მ და Mastercard-მა Apple-ს გადაუხადეს „დიდი ფულადი ქრთამი“, რომელიც წელიწადში ასობით მილიონ დოლარადაა შეფასებული.
Apple-ს ადრე უჩივლეს კონკურენციის ჩახშობისთვის იმის გამო, რომ კომპანია კრძალავდა მესამე მხარის მობილური საფულეების გამოყენებას iPhone-ზე.