Interbrand Corp-ის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, Apple-ის ბრენდი ზედიზედ მე-13 წელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად რჩება.
ამავდროულად, Apple-ის ბრენდის ღირებულება წლის განმავლობაში 3.7%-ით, 470.9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
Microsoft-ის ბრენდი მეორე ადგილზე დარჩა, მისი ღირებულება 10.2%-ით გაიზარდა (388.5 მილიარდ დოლარამდე).
მესამე ადგილზე, წინა წლის მსგავსად, Amazon-ის ბრენდია, რომლის ღირებულება 7.3%-ით გაიზარდა (319.9 მილიარდ დოლარამდე).