ევროკომისია (EC) ამერიკულ Apple-ს მარტის დასაწყისში დააჯარიმებს. კომპანიას დაახლოებით 500 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევისთვის, მუსიკის სტრიმინგის სერვისებზე წვდომის ორგანიზების პროცესში კომპანიის არასწორი პოლიტიკის გამო. ამის შესახებ Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ევროკომისიამ Apple-ის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც Spotify-მ 2019 წელს საჩივარი შეიტანა. მარეგულირებელი იძიებს იმას, Apple-მა ხელი შეუშალა თუ არა iPhone-ის მომხმარებლებს ინფორმაციის მიღებაში, რომ არსებობდა მუსიკის უფრო იაფად გადმოწერის საშუალება, ვიდრე ეს App Store-იდან ღირს.
FT-ის წყაროების ცნობით, კომისია Apple-ს ქმედებებს უკანონოდ გამოაცხადებს და მას მომხმარებლების მიერ უფრო იაფ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობებში ჩარევას აუკრძალავს.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის ეს Apple-ისთვის პირველი ჯარიმა იქნება.


