გასული წელი გლობალური საფონდო ბირჟისთვის საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების აქციების ღირებულება ძირითადად ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა.

2023 წლის ბოლოს გლობალური რეიტინგის სათავეში Microsoft იყო, თუმცა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Appla-მა საბაზრო კაპიტალიზაციით Microsoft-ს კვლავ გადაუსწრო და გლობალურ რეიტინგში ლიდერის პოზიციას დაუბრუნდა.

Apple-ის საბაზრო შეფასება ამჟამად 2 ტრილიონ 974 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერთი აქციის ფასი კი 193.77 დოლარია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 1.15%-ითაა გაზრდილი, ერთწლიან ჭრილში კი ზრდა 37.33%-ია.

რაც შეეხება Microsoft-ს, კომპანიის აქციების ღირებულება უკანასკნელი ერთი დღის განმავლობაში 0.35%-ით შემცირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ღირებულება 63.76%-ითაა გაზრდილი. მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი კომპანიის საბაზრო ღირებულება ამჟამად 2 ტრილიონ 783 მილიარდ დოლარს უტოლდება. კომპანიის ერთი აქციის ფასი კი 397.34 დოლარით განისაზღვრება.

გთავაზობთ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით:

1. Apple - $2.974 ტრლნ 
2. Microsoft - $2.783 ტრლნ
3. Saudi Aramco - $2.147 ტრლნ
4. Alphabet (Google) - 1.658 ტრლნ
5. Amazon - $1.519 ტრლნ
6. NVIDIA - $1.156 ტრლნ
7. META - $834 მლრდ
8. Berkshire Hathaway - $777 მლრდ
9. Tesla - $759 მლრდ
10. Eli Lilly - $554 მლრდ