Apple თავის სმარტფონებში აღარ გამოიყენებს Touch ID ტექნოლოგიას, რაც Apple-ის ტელეფონების მნიშვნელოვანი ფუნქციაა iPhone 5-იდან მოყოლებული. ის ბოლოს 2022 წლის iPhone SE-ში იყო გამოყენებული.
როგორც პორტალი MacRumors-ი იტყობინება, Apple-მა უკვე აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი უკვე გამორთო, რომელიც შესაბამისი ჩიპების წარმოებისთვის გამოიყენებოდა.
უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ iPhone SE-ს შემდეგ მოდელს უფრო განვითარებული სახის განბლოკვის - Face ID ტექნოლოგია ექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ iPhone-ის მთელ ხაზს პირველად ექნება სახის ამოცნობის ტექნოლოგია.
პირველი iPhone-ი ეკრანზე ახალი Face ID-ი ტექნოლოგიით 2026 წლამდე არ გამოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის iPhone-ები ძალიან საინტერესო უნდა იქნება. MacRumors ასახელებს 16 ყველაზე მოსალოდნელი ახალ ფუნქციასა და ინოვაციას, რომელიც Apple-მა შეინახა შემდეგ მოდელებში დანერგოს. ესენია: უფრო დიდი ეკრანები, ხელოვნური ინტელექტი და Ultra მოდელი. Apple ახალ iPhone-ებში გაგრილების სისტემას ამუშავებს, რის შემდეგაც, iPhone 15-ისგან განსხვავებით, ისინი დიდი დატვირთვის დროსაც კი აღარ გადახურდება.