iPhone 15 Pro Max-ის წარმოების ღირებულება 558 დოლარია, რაც 12%-ით მეტია გასული წლის iPhone 14 Pro Max-ის მაჩვენებელზე. ეს iPhone 15 Pro Max-ს Apple-ის ყველაზე ძვირადღირებულ სმარტფონად აქცევს კომპანიის ისტორიაში. ამის შესახებ Wccftech იუწყება.

https://wccftech.com/iphone-15-pro-max-most-expensive-apple-flagship-to-make-558-total-cost/

ეს ხარჯები არ მოიცავს მარკეტინგულ, კვლევის და განვითარების, ლოჯისტიკის ხარჯებს. შესაბამისად, Apple-ის რეალური მომგებიანობა თითოეული iPhone 15 Pro Max-ის გაყიდვიდან საგრძნობლად ნაკლებია, ვიდრე მოსალოდნელია.

iPhone 15 Pro Max-ის საცალო ფასი 1200 დოლარია 256 GB მეხსიერების მქონე ვერსიისთვის. ეს ნიშნავს, რომ მისი კომპონენტების ღირებულება საცალო ფასის დაახლოებით 47%-ია. შედარებისთვის, iPhone 14 Pro Max-ის კომპონენტების ღირებულება საცალო ფასის დაახლოებით 42% იყო.

ზოგადად, iPhone 15-ის სმარტფონების ღირებულება 8-16%-ით მეტია შარშანდელ მოდელებთან შედარებით.

შარშანდელ მოდელთან შედარებით ყველაზე მცირე განსხვავება შეინიშნება iPhone 15 Pro მოდელში. ამ მოდელის წარმოების ღირებულება 523 დოლარია, რაც დაახლოებით 8%-ით უფრო ძვირია, ვიდრე iPhone 14 Pro.