მეფის კორონაციიდან სულ რამდენიმე დღეში, ანგლიკანური ეკლესიის წინამძღვარი და კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ უელბი სიჩქარის გადაჭარბებისთვის 510 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

67 წლის ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელი საკუთარი Volkswagen Golf-ით თავისი რეზიდენციისკენ მიქროდა, როცა კამერებმა სიჩქარის გადაჭარბება დააფიქსირეს. შემთხვევა გასული წლის ოქტომბერს მოხდა, თუმცა სასამართლომ ჯარიმის გადახდა მას დღეს დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 6 მაისს სწორედ უნეტარესმა უელბიმ დაადგა ჩარლზ მესამეს თავზე სამეფო გვირგვინი და ის ღმერთის სახელით, გაერთიანებული სამეფოს მონარქად გამოაცხადა.