რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. შაბათს, სავაჭრო ჯიხურებში რუსეთის ეროვნული  ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 113-იან ნიშნულს მიუახლოვდა. რუსეთის ეროვნული ბანკი იძულებულია უცხოური ვალუტის შეძენა შეწყვიტოს. გარდა ამისა, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესგარემოს გათავისუფლებას და ფინანსურ ბაზარზე ზეწოლის შემცირებას აანონსებს.

რუსი ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სრული ეკონომიკური კოლაფსის მიზეზი ბოლო 18 თვეში გაზრდილი სამხედრო თანხებია.

პუტინმა სამხედრო დანახარჯები 2021 წლიდან დღემდე სამჯერ გაზარდა და მომავალი წლის ბიუჯეტში რეკორდული 13,5 ტრილიონი რუბლი ($122 მილიარდი, €102 მილიარდი) იქნება, რაც გასულ წლებთან შედარებით 25%-ით მეტია.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის ანგარიშით ირკვევა, რომ ინფლაციამ წელს 8,5%-ს, ხოლო საპროცენტო განაკვეთებმა სარეკორდო მაჩვენებელს - 21%-ს მიაღწია.

თუმცა, ბოლო დღეებში რუბლის მკვეთრი დაცემა აშშ-ის მიერ 21 ნოემბერს ,,გაზპრომბანკზე" დაწესებული სანქციებითაა განპირობებული. გაზპრომბანკს აქამდე სანქციები არ შეხებია, რადგან ის რუსული გაზის მთავარ საგადასახდელო პლატფორმას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ბოლო სანქციები სლოვაკეთსა და უნგრეთსაც აზარალებს.

ამერიკის შეერთებული შტატები ასევე გეგმავს, ბანკირებს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება აუკრძალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ „მეორეული სანქციები“ დაუწესდებათ. ამერიკა დაასანქცირებს ყველა კომერციულ ბანკს, რომელიც კრემლის მიერ შექმნილ "ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემას“ შეუერთდება. ქრის უიფერი, საინვესტიციო მრჩეველი, რომელიც 25 წელზე მეტი ხანია რუსეთში მუშაობს, ფიქრობს, რომ გაზპრომბანკზე დაწესებულ სანქციებს "მნიშვნელოვანი შედეგები" შეიძლება ჰქონდეს, რის გამოც რუსეთი ეცდება აშშ სანქციების შემსუბუქებაზე დაითანხმოს"– თქვა მან DW-თან ინტერვიუში.

წყარო: dw.com