ამერიკის არჩევნები გაყალბებულია, მოპარულია და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია. ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.
„ამერიკის არჩევნები გაყალბებულია, მოპარულია და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია. ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება. მე მოვუწოდებ ყველა რესპუბლიკელს, იბრძოლონ შემდეგი მიზნებისთვის: ამერიკის გადარჩენის კანონი! ყველა ამომრჩეველმა უნდა წარმოადგინოს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ყველა ამომრჩეველმა უნდა წარმოადგინოს აშშ-ის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი რეგისტრაციისთვის; ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები აკრძალულია“, – წერს ტრამპი.