საკონსულტაციო ფირმა Deloitte-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი მომხმარებლები ამ სადღესასწაულო სეზონზე ირჩევენ ფულის დახარჯვას დეკორაციებსა და გართობაში და არა საჩუქრებზე.

კვლევამ, რომელიც 2024 წლის დღესასწაულებზე, საცალო ვაჭრობის სექტორს მიეძღვნა აჩვენა, რომ მყიდველები ზოგადად უფრო ოპტიმისტურები არიან და გეგმავენ გასულ წელთან შედარებით 8%-ით მეტის, საშუალოდ 1,8 ათასი დოლარის დახარჯვას.

ამ სეზონში შესამჩნევი ცვლაა გართობისკენ. ეს ტენდენცია აისახება სადღესასწაულო საყიდლებზე, გასართობზე დანახარჯები წელს 16%-ით გაიზრდება, ხოლო საჩუქრების ხარჯები 3%-ით შემცირდება. სხვა სადღესასწაულო შესყიდვებზე, როგორიცაა ტანსაცმელი და სამკაულები, რესპონდენტები გეგმავენ 9%-ით მეტის დახარჯვას, ვიდრე გასულ წელს. 

ამერიკელი მომხმარებლები მზად არიან შეამსუბუქონ თავიანთი საფულეები, მაგრამ ცხოვრების მზარდი ღირებულება და ყოველდღიური საქონლის დაზოგვის აუცილებლობა მათზე ზეწოლას განაგრძობს. ეკონომიკის მიმართ ზოგადი ოპტიმიზმის მიუხედავად, მომხმარებლები ამჯობინებენ ეკონომიურობის დემონსტრირებას - ეს ეხება ყველა შემოსავლის ჯგუფის რესპონდენტებს, აჩვენებს კვლევის შედეგები.

სადღესასწაულო სულისკვეთების შესანარჩუნებლად, მყიდველები მიდიან კომპრომისებზე და ეძებენ შეთავაზებებს: 75% გეგმავს აქციებში მონაწილეობას, 62% გეგმავს გადასვლას უფრო ხელმისაწვდომ ბრენდებზე და 48% გეგმავს ყიდვას ნაკლებად ძვირი საცალო მაღაზიებში.

გამოკითხულ საცალო ვაჭრობის აღმასრულებლებს შორის, 80% ელის გაყიდვების ზრდას ამ სადღესასწაულო სეზონზე. 76%-ის აზრით, დაბალი ფასები მომხმარებლების უმეტესობისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრენდისადმი ლოიალობა.

წყარო: interfax