ამერიკა ახლა მშვიდობის მხარეზეა, ევროპა კი უგუნურად მიისწრაფვის ომისკენ, -ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წერს.

მისი თქმით, ახლა საუბრობენ სავალდებულო გაწვევაზე, კუდიანებზე პოლიტიკურ ნადირობაზე და პარალელურ ნატოზეც კი.

„ამერიკა ახლა მშვიდობის მხარეზეა. ევროპა? ჯერ კიდევ უგუნურად მიისწრაფვის ომისკენ. აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ხოლო ბრიუსელის ელიტები კონფლიქტის გახანგრძლივებას გეგმავენ. ისინი ახლა საუბრობენ სავალდებულო გაწვევაზე, კუდიანებზე პოლიტიკურ ნადირობაზე და პარალელურ ნატოზეც კი, რომ ომში შეგვიყვანოს – საზღვრების გარეშე, წითელი ხაზების გარეშე. ევროპას ჰქონდა თავისი შანსი მინსკის შეთანხმებით და ის ჩაიშალა. ევროპას არ აქვს საკმარისი ძალა მშვიდობის აღსრულებისთვის. პასუხი აღარ არის ომი, არამედ არის მათი მხარდაჭერა, ვისაც შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობას“, – წერს ვიქტორ ორბანი.

უნგრეთის მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ მართალია, ბრიუსელი ომისთვის ემზადება, მაგრამ, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ. ვიქტორ ორბანის მტკიცებით, უნგრეთი მშვიდობის მხარეს დარჩება.

„რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება. ეს სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. ახლა სასაცილოდ ჟღერს, რომ ბრიუსელიდან აპირებენ, მესიჯები გაუგზავნონ ყველა ევროპულ ოჯახს, საკვების 72-საათიანი მარაგი შეიძინონ, მაგრამ სხვა მხრიდან თუ შეხედავთ, საშიშია, თუ რა შეიძლება, იყოს ამ ადამიანების გონებაში, აპირებენ რამეს? დღევანდელი მდგომარეობით, ვერ ვხედავ, რომ ევროპას ომი ემუქრებოდეს. ასე რომ, როგორც ჩანს, ბრიუსელს ომის გაგრძელება სურს, რომელშიც თავიდანვე ჩაერთო უკრაინის მხარდაჭერით, მაშინ როდესაც უნგრეთმა თავი აარიდა ამას." – განაცხადა ორბანმა.