American International Business Machines (IBM) და Advanced Micro Devices (AMD) ერთობლივად შეიმუშავებენ ახალი თაობის გამოთვლით არქიტექტურას, ნათქვამია კომპანიების პრესრელიზში.

პარტნიორობა განვითარდება კვანტურ გამოთვლებში IBM–ის ნოუ–ჰაუს და მაღალი წარმადობის გამოთვლებსა და ხელოვნურ ინტელექტში AMD-ის შესაძლებლობების ხარჯზე. მის ფარგლებში, კომპანიები გეგმავენ მასშტაბირებადი პლატფორმების შემუშავება ღია კოდის საფუძველზე, რომლებსაც „შეუძლიათ შეცვალონ გამოთვლითი ტექნოლოგიების მომავალი“.

პარტნიორები შეისწავლიან AMD-ის ჩიპების IBM-ის კვანტურ კომპიუტერებში ინტეგრირების შესაძლებლობას. ეს ჰიბრიდული გამოთვლითი მოდელი თანამედროვე სუპერკომპიუტერებზე უფრო სწრაფი და მძლავრი იქნება. ამ ტექნოლოგიის პირველი დემონსტრაცია წელს იგეგმება.

ვრცლად interfax - ზე