რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ვაგნერის სამხედრო ამბოხის მცდელობიდან 5 დღის შემდეგ, კრემლში ვაგნერის ხელმძღვანელობას და თავად ევგენი პრიგოჟინს შეხვდა. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ნამდვილად, პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. რაზმის ყველა მეთაური და ასეულის ხელმძღვანელობა. თვით პრიგოჟინის ჩათვლით. ეს შეხვედრა კრემლში 29 ივნისს შედგა. თითქმის სამი საათი გაგრძელდა.“- განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პესკოვის თქმით, პუტინმა ღონისძიებაზე „შეაფასა კომპანიის ქმედებები ფრონტზე სამხედო ოპერაციის განმავლობაში, ასევე მისცა თავისი შეფასება 24 ივნისის მოვლენებზე, მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და შესთავაზა მათ დასაქმების შემდგომი ვარიანტები.“

„მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი არიან სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის მტკიცე მხარდამჭერები და ჯარისკაცები“, - დასძინა კრემლის სპიკერმა.

კითხვაზე, ესწრებოდნენ თუ არა შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პესკოვმა უპასუხა, რომ „ამ შეხვედრაზე მეტი არაფერი აქვს სათქმელი“.