ჩინური ინტერნეტგიგანტი Alibaba და გერმანული ავტომწარმოებელი Bayerische Motoren Werke AG (BMW) ერთობლივად განავითარებენ ხელოვნურ ინტელექტს მანქანებისთვის ჩინეთში, ნათქვამია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.
BMW ჩინეთის ბაზარზე ადაპტირებულ ახალ მოდელებში დანერგავს კომპანია Banma-ს შემუშავებულ AI-ის, რომლის ინვესტორია Alibaba. Banma-მ ეს ტექნოლოგიები ჩინური ინტერნეტგიგანტის განყოფილებასთან Qwen-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. Qwen მოდელი უკვე გამოიყენება ჩინური Xpeng-ის, Zeekr-ისა და Leapmotor-ის მანქანებში.
Alibaba ასევე დაეხმარება BMW-ს შექმნას ახალი "ჭკვიანი" პერსონალური ასისტენტი ხმის ამოცნობისა და მოგზაურობის დაგეგმვის გაუმჯობესებული შესაძლებლობებით.