ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაგრძელებამ შესაძლოა ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე რამდენიმე დღეში გაზარდოს, – ეს მოსაზრება Bloomberg-თან კომენტარში ოთხი მსხვილი ტრეიდერის ხელმძღვანელმა გამოთქვა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ და ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობის პრაქტიკულად შეჩერებამ გლობალური ენერგომომარაგება შეაფერხა. ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა. 6 მარტს Brent-ის ნავთობის ფასმა ბარელზე 90 დოლარს გადააჭარბა.