კომპანია Apple-მა ახალი iPhone-ის პრეზენტაციის თარიღი გაასაჯაროვა. iPhone-15-ს მომხმარებელი  12 სექტემბერს იხილავს.

ისევე, როგორც 2022 წელს, პრეზენტაცია „სტივ ჯობსის თეატრში“ გაიმართება, რომელიც კორპორაცია Apple Park-ის სათაო ოფისში მდებარეობს.

კომპანია პრეზენტაციაზე სმარტფონის გარდა სხვა მოწყობილობებსაც წარადგენს. ესენია: Apple Watch-ის ახალი თაობის ჭკვიან საათები, პლანშეტებუ iPad, iPad Pro და iPad mini, ასევე  მომხმარებელი ოპერაციული სისტემების ახალ ვერსიებსაც იხილავს. 

ცნობილი ხდება ისიც, რომ სიახლეები გაყიდვაში 22 სექტემბრიდან ჩაეშვება