მსოფლიო ბანკმა, გაერომ, ევროკავშირმა და უკრაინის მთავრობამ სამშაბათს გამოაქვეყნეს განახლებული ერთობლივი შეფასება სახსრებისა, რომლებიც საჭირო იქნება ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის.
2024 წლის 31 დეკემბრისთვის აღსადგენად საჭირო სახსრებმა 524 მილიარდი დოლარი შეადგინა ათი წლის პერიოდისთვის. ეს 7%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე გამოქვეყნებული წინა შეფასება. როგორც ანგარიშის ავტორები ამბობენ, შედარებისთვის ეს 2,8-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე უკრაინის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წლის განმავლობაში.
უკრაინის ენერგომომარაგების ქსელისთვის მიყენებულმა ზიანმა „ზარალისა და საჭიროებების უკანასკნელი სწრაფი შეფასებიდან“ ერთი წლის განმავლობაში 70%-ით მოიმატა. ასევე ქვეყანაში დაზიანებულია საცხოვრებელი ფონდის 13%, რაც პირდაპირ ეხება 2,5 მილიონ უკრაინულ საოჯახო მეურნეობას, დაიანგარიშეს ეკონომისტებმა.