ალბანეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ, Air Albania-მ, ოპერირება ოფიციალურად შეწყვიტა. დეკემბრის დასაწყისში ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ კომპანიას საოპერაციო ლიცენზია შეუჩერა, რასაც ფრენების სრული გაჩერება მოჰყვა.

ავიაკომპანიამ ბოლო რეისი 2 დეკემბერს, სტამბოლიდან ტირანას მიმართულებით, იჯარით აღებული Airbus A321 ხომალდით შეასრულა.

კომპანიის კოლაფსის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა Turkish Airlines-ის გადაწყვეტილება, გაეყიდა თავისი 49%-იანი წილი. ამით დასრულდა პარტნიორობა, რომელიც 2018 წლიდან, ავიაკომპანიის დაარსების დღიდან არსებობდა.

მარეგულირებელმა ორგანომ ლიცენზია მიმდინარე თვის დასაწყისში გააუქმა, რამაც კომპანიას საქმიანობის გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი წაართვა.

Air Albania 2018 წელს შეიქმნა, როგორც ქვეყნის ფლაგმანი გადამზიდავი, რომლის მიზანიც ალბანეთის ევროპასთან და თურქეთთან დაკავშირება იყო. თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის გასვლამ და ლიცენზიასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კომპანია არსებობის შეწყვეტამდე მიიყვანა.

წყარო: avianews.ge