"ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტ ტრამპს სურს, არის მშვიდობა. იმისათვის, რომ მშვიდობისთვის მოლაპარაკებები გაიმართოს, მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მოვიდეს, ორივე მხარემ უნდა ილაპარაკოს - კარგ შეთანხმებაში, როგორც წესი, ორივე მხარე ცოტათი უკმაყოფილო რჩება," - თქვა აშშ-ს თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა Fox News-თან ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მომხდარი უპრეცენდენტოდ მწვავე კამათის შესახებ.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი ამას ვერ აცნობიერებს.
"კიდევ ერთხელ - ეს არ არის წინა ადმინისტრაცია, ჯო ბაიდენი აღარ არის ოვალურ ოფისში და ჩვენ აღარ ვაპირებთ, ჩვენგან ძალიან შორს მიმდინარე ომისთვის ცარიელი ჩეკები გამოვწეროთ ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის გარეშე," - ამბობს თეთრი სახლის პრესმდივანი.