Adobe-მ გამოაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქაში თავისი მარკეტინგული ინსტრუმენტების გასაფართოებლად, რუსული ფესვების მქონე საძიებო მარკეტინგის პლატფორმა Semrush-ს 1.9 მილიარდ დოლარად შეიძენს.
Semrush-ის სანაცვლოდ კომპანია აქციაზე 12 დოლარს ნაღდი ფულით გადაიხდის. გარიგების დასრულება 2026 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
განცხადების შემდეგ, Semrush-ის აქციები 73.96%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასმა 11.76 დოლარს მიაღწია. მაშინ როდესაც, 18 ნოემბერს მათი ფასი აქციაზე 6.76 დოლარს შეადგენდა.