ამერიკული Adobe Inc. ChatGPT-ში სამი ძირითადი სერვისის - Adobe Photoshop-ის, Adobe Express-ის და Adobe Acrobat-ის - ფუნქციებს ამატებს.

ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სურათები დაარედაქტირონ, გრაფიკა შექმნან და PDF ფაილებთან პირდაპირ ჩატბოტში იმუშაონ.

Adobe-ს ცნობით, OpenAI-სთან შეთანხმება მისი აპლიკაციის ფუნქციებს ChatGPT-ის 800 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

ეს ფუნქციები უფასო იქნება.