ტექნოლოგიური გიგანტი Meta მიმდინარე წელს, სამუშაო ადგილების 10%-ით შემცირებას გეგმავს, რაც დიდწილად კომპანიის სტრატეგიულ პრიორიტეტებში ცვლილებით აიხსნება,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს. 

წყაროს თანახმად,  Meta-ს 8000 თანამშრომელი სამუშაოს დაკარგავს, ხოლო ათასობით ვაკანტური პოზიცია აღარ შეივსება. 

რეორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაზრდილი ინვესტიციებია უახლეს ტექნოლოგიებში, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტში (AI), რისთვისაც კომპანია მიმდინარე წელს დაახლოებით 135 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

Meta-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის, განცხადებით, 2026 ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად შეცვლის კომპანიის მუშაობის სტილს.

კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა დაგეგმილია შემცირებებიც, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.