აშშ-ის ეკონომიკა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 3,2%-ით გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებელია.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მონაცემების მეორე შეფასება 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში.
ამ ინფორმაციით, აშშ-ის მშპ გასული წლის მეოთხე კვარტალში წლიური 3,2%-ით გაიზარდა. მშპ-ის მონაცემები, ბაზრის მოლოდინზე დაბლა დარჩა.
იანვარში გამოქვეყნებული ქვეყნის მშპ-ის წინასწარი მონაცემებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკა 3,3%-ით უნდა გაზრდილიყო.
გასული წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 2,2%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში - 2,1%-ით, მესამეში - 4,9%-ით.
ჯამში 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2,5% შეადგინა.