აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა 2023 წელს თითქმის 32 მილიარდი დოლარი ისესხეს, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყანა - პოლონეთი, რუმინეთი და უნგრეთი - 12 წლის განმავლობაში პირველად შევიდა უცხოურ ბაზრებზე განვითარებადი ქვეყნების მსესხებლების ხუთეულში.
აღნიშნულია, რომ პოლონეთმა ისესხა 9 მილიარდი დოლარი, რუმინეთმა - 6 მილიარდი დოლარი, უნგრეთმა კი - 5 მილიარდი დოლარი.
ბლუმბერგის ანალიტიკოსების ვარაუდით, აღმოსავლეთ ევროპის ბიუჯეტის დეფიციტი მიმდინარე წელს გაიზრდება რეგიონის მშპ-ის 4.3%-მდე, 2021 წლის 1.3%-თან შედარებით. ამავდროულად, რეგიონის რიგ ქვეყნებში ინფლაციამ 20%-ს მიაღწია.