2022 წელს ევროკავშირში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 13%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat-ი ავრცელებს.
2022 წელს ევროკავშირში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა ყველა დიდმა მომხმარებელმა შეამცირა. კერძოდ: გერმანიამ - 15.4%-ით 2021 წელთან შედარებით, იტალიამ - 2.61 - 9.9%-ით, საფრანგეთმა - 1.54 9.6%-ით.
გაზზე მოთხოვნა ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში შემცირდა, გარდა ირლანდიისა და მალტისა, სადაც ის მცირედით გაიზარდა - 2.1%-ით (ირლანდიაში) და 1.4%-ით (მალტაში).