ევროკომისიამ უკრაინული პროდუქციის იმპორტი ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში ერთი თვით აკრძალა. ამის შესახებ ubnovini.com წერს.

აკრძალვა ეხება სოფლის მეურნეობის ოთხ პროდუქტს - ხორბალს, სიმინდის, რაფსს და მზესუმზირას თესლს. ახლა აკრძალულია მათი გაყიდვა ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ევროკომისიამ აღნიშნა, რომ მიზანია ამ პროდუქტებთან დაკავშირებული ლოგისტიკური პრობლემების აღმოფხვრა. აკრძალვა იმოქმედებს 2023 წლის 2 მაისიდან 5 ივნისამდე.

დაშვებულია იმპორტი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, ასევე ტრანზიტი ამ ხუთი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამავდროულად, ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა პირობა დადეს, რომ გააუქმებენ ცალმხრივ ზომებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წინააღმდეგ.

ევროკომისიამ ასევე დაადასტურა, რომ ევროპელი ფერმერები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. გარდა ამისა, იგეგმება ზომები უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის გასაადვილებლად „სოლიდარობის მარშრუტებით“ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებსა და მესამე ქვეყნებში.