2022 წელი მძიმე იყო სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის მოხმარების მიმართულებით. გაეროს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 29.6 პროცენტს, ანუ 2.4 მილიარდ ადამიანს, არ ჰქონდა მუდმივი წვდომა საკვებზე – ეს განიხილება როგორც სურსათის დაუცველობის ზომიერი ან მძიმე გავრცელება. მათ შორის, 900 მილიონ ადამიანს მძიმე სასურსათო დაუცველობის მდგომარეობაში იყო.
პარალელურად, გაუარესდა ჯანსაღ კვებაზე წვდომის შესაძლებლობა: 2021 წელს მსოფლიოში 3.1 მილიარდ ადამიანს, რაც 42 პროცენტს შეადგენს, ჯანსაღი კვებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. ეს მონაცემი 2019 წელთან შედარებით 134 მილიონით მეტია.
მილიონობით ხუთ წლამდე ბავშვი არასწორი კვებით გამოწვეულ შედეგებს ებრძვის. 2022 წელს, ხუთ წლამდე ასაკის 148 მილიონ ბავშვს (22.3 პროცენტი) სიმაღლეში ჩამორჩენა აღენიშნა, 45 მილიონს (6.8 პროცენტი) – გამოფიტვა ხოლო 37 მილიონს (5.6 პროცენტი) – ჭარბი წონა.
გაიზარდა ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვების რაოდენობა: ექვს თვემდე ასაკის ჩვილების 48 პროცენტი საკვებს ამ გზით იღებს, რაც 2025 წლის მიზანთან ახლოსაა. თუმცა, მიზნების მისაღწევად, მეტი ერთიანი ძალისხმევაა საჭირო 2030 წელს მალნუტრიციასთან საბრძოლველად.
ანგარიში სრულად ნახეთ აქ.