აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში 15 ივლისს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. შეხვედრის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა 13 ივლისს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„ამ შეხვედრაში ჩემი მონაწილეობა უკვე დავადასტურე. იმედი მაქვს, რომ შეხვედრის დროს სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებებში პროგრესი დაფიქსირდება“, - განაცხადა ფაშინიანმა.