Mabrian ექსპერტებმა 2024 წლის საუკეთესო საერთაშორისო საჰაერო კავშირების მქონე ქვეყნების TOP 10 დაასახელეს. რეიტინგში პირველ ადგილზე აშშ-ია (+8,8% 2023 წელთან შედარებით), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (+6,4%), ხოლო სამეულს ხურავს ესპანეთი (+11,5%). რეიტინგში შემდეგ პოზიციაზე მოდის გერმანია, საფრანგეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, იტალია, ჩინეთი, თურქეთი და იაპონია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აზიური მიმართულებებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება და რაც მთავარია აღდგენა ხდება საკმაოდ სწრაფად. ამგვარად, საერთაშორისო ფრენებზე ადგილების რაოდენობა ჩინეთში გასულ წელთან შედარებით 75,8%-ით გაიზარდა და 2024 წლის განმავლობაში 75,6 მლნ-ს მიაღწია, ხოლო იაპონიამ აჩვენა ზრდა 35,1%-ით, რაც უკვე 60,8 მილიონზე მეტი ადგილია საზღვარგარეთ ფრენებზე. .

TOP 10 ქვეყნის სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო ფრენებზე ადგილების საერთო რაოდენობამ გლობალური მაჩვენებლის 43% შეადგინა.

“ღირს თვალი ადევნოთ Gulf-ის აეროპორტებს: საერთაშორისო ფრენებზე ადგილების 8% ძირითადად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია, ისევე როგორც საუდის არაბეთში, კატარში, ქუვეითში, ომანსა და ბაჰრეინში, თუმცა ყველა ეს ბაზარი არ ვითარდება თანაბრად”, – განაცხადა Mabrian-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორმა კარლოს სენდრამ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა, კატარი (+13% წლიური ზრდა და დაახლოებით 31 მილიონი ადგილი გამავალ ფრენებზე) და საუდის არაბეთი (+11.8%; 40.6 მილიონზე მეტი ადგილი) რეგიონში საუკეთესო მაჩვენებლებს აჩვენებენ. ასევე ბაჰრეინი (+7,6%), ხოლო ომანი რჩება სტაბილური ბაზარი, მაგრამ ქუვეითის მაჩვენებელი მცირდება – წელს 1,6%-ით.

წყარო: avianews.ge