ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის დირექტორი კობა აბულაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილია სტუმრების რაოდენობა, წლევანდელ ზაფხულში კი სასტუმრომ შემოსავლების რეკორდული რაოდენობა მიიღო.
„წლევანდელი ზაფხულის სეზონი იყო ძალიან კარგი, განსაკუთრებით გამოვყოფდი აგვისტოს თვეს, სასტუმროს არსებობის ისტორიაში რეკორდი დავამყარეთ, აგვისტოში შემოსავლებმა მილიონ დოლარს გადააჭარბა, ივნისი, ივლისიც კარგი თვეები იყო. რაც შეეხება მოლოდინებს, შემოდგომაზე გვაქვს მოლოდინი, რომ გასულ წელზე და წინა წლებზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ, რაც სასტუმროსთვის და ნებისმიერი ბიზნესისთვის არის მთავარი, მეტი მოგების მიღება“,-აცხადებს კობა აბულაძე.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს