სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს ჯამში 355 200 არარეზიდენტი ვიზიტორი ესტუმრა, რომელთაგან ქვეყანაში მოგზაურობით კმაყოფილია 330 200 ადამიანი.
საანგარიშო პერიოდში კმაყოფილების დონის მიხედვით, ვიზიტორთა სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ძალიან კმაყოფილი - 174,2 ათასი
კმაყოფილი - 156 ათასი
არც კმაყოფილი, არც უკმაყოფილო - 19.5 ათასი
უკმაყოფილო - 3 ათასი
ძალიან უკმაყოფილო - 2.1 ათასი
არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა - 0.5 ათასი
რაც შეეხება მონახულებული რეგიონების სტატისტიკას, 2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი თბილისს ესტუმრა.
მონახულების სიხშირის მიხედვით რეგიონების მონაცემები ასეთია:
თბილისი - 186,5 ათასი
აჭარა - 111,3 ათასი
იმერეთი - 18,2 ათასი
კახეთი - 17,6 ათასი
მცხეთა-მთიანეთი - 74 ათასი
სამცხე-ჯავახეთი - 30,1 ათასი
ქვემო ქართლი - 36,2 ათასი
სხვა რეგიონები - 16,2 ათასი