საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის მაისში, 2023 წლის აპრილთან შედარებით, 12.0%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.4%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.1%-ით შემცირდა. ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი მიმოხილვაში აქვეყნებს.

თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიაში (36.7%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი ქვემო ქართლსა და რაჭაში (0.0%).

„2023 წლის მაისში, 2022 წლის მაისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 6.6%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.8%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 19.4%-ით გაიზარდა.

წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (23.7%), ყველაზე დაბალი კი თბილისში (2.8%).

2023 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა6 166 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 270 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების7 საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მაისში 409 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 584 ლარი შეადგინა, თბილისში - 515 არი, კახეთში - 506 ლარი, ხოლო აჭარაში - 369 ლარი“, - ნათქვამია მიმოხილვაში.