ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საგრადა-ფამილიას ტაძართან სელფი-ზონა მოეწყობა.
ეს ადგილი სპეციალურად შეირჩა, რომ ხალხმა ფოტოები ტაძრის შესასვლელთან გადაიღოს.
სელფი-ზონის ტერიტორია 6,200 კვადრატული მეტრი იქნება და კარერ დე ლა-მარინას ქუჩაზე, შობის ფასადსა და გაუდის მოედანს შორის ვესტიბიულს დაემსგავსება.
რაც შეეხება ბიუჯეტს, პროექტი 15,5 მლნ ევროს ღირებულების ფართო გეგმის ნაწილია, რომელიც ამ ძეგლის გარშემო ინფრასტრუქტურისა და ტურისტული ნაკადის მართვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სელფი-ზონის მოსაწყობად 2.7 მლრ ევრო გამოიყო. სამუშაოები წლევანდელი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება, ანუ, ამ ზაფხულის შემდეგ. დასრულება კი 2026 წლის აპრილი იგეგმება. სურთ სივრცის გახსნა არქიტექტორ ანტონიო გაუდის გარდაცვალებიდან ასი წლისთავს დაამთხვიონ.
ქალაქის მთავრობა ამას აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფოტოების გადაღებისას ტურისტების მიერ გზებისა და ტროტუარების ბლოკირება.
საგრადა-ფამილია ყოველწლიურად, დაახლოებით, 4.7 მლნ ვიზიტორს მასპინძლობს