რომის მთავარი „უბედურება“ ის არის, რომ მას ამდენი საგანძური აქვს. ძველი ნანგრევებით, მდიდრული შადრევნებით, რენესანსის დროინდელი სასახლეებითა და მუზეუმებით სავსე ქალაქში მოგზაურობა შესაძლოა ერთდროულად ამაღელვებელიც და დამღლელიც იყოს, ეს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბრენდულ მაღაზიებში სიარულისგან ფეხების ტკივილს არ იგრძნობთ.
თუმცა რომში სანახავი გაცილებით მეტია. ქალაქს ულამაზესი ხედები ამშვენებს. მათგან საუკეთესო ხუთეულის ჩამონათვალი ასეთია:
Aventine Hill - ავენტინის გორა
ავენტინის გორა რომის შვიდი ბორცვიდან ყველაზე სამხრეთით მდებარეობს. ამ ადგილას ასვლა მხოლოდ მე-5 საუკუნეში აშენებული სანტა საბინას ეკლესიის მოსანახულებლად ღირს. აქედან რომზე ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
Belvedere del Gianicolo - ჯანიკულუმის ბორცვი
ადგილობრივები და ტურისტები აქ მზის ჩასვლის სანახავად ადიან. მის თავზე დგას Risorgimento-ს (რევოლუცია, რომელსაც იტალიის გაერთიანება მოჰყვა) გმირის ჯუზეპე გარიბალდის ქანდაკება.
Piazza di Campidoglio - პიაცა კამპიდოლიო
ეს დიდებული რენესანსის დროინდელი პიაცა მიქელანჯელოს მიერაა შექმნილი. პიაცა ცნობილია თავისი ელეგანტური პროპორციებით და არის კაპიტოლინის მუზეუმების ადგილი, სადაც ხელოვნების განსაცვიფრებელი კოლექციების დათვალიერება შეგიძლიათ.
Pincio Terrace - პინჩიოს ტერასა
პინჩიოს ტერასიდან იშლება საოცარი ხედი ნეოკლასიკურ პიაცა დელ პოპოლოზე. პინჩიოს ტერასა რომის ხედების სანახავად ერთ-ერთ საუკეთესო რაკურსად ითვლება.
The Vittoriano - ვიტორიანოს ვერანდა
ბევრი ამბობს, რომ ხედი ვიტორიო ემანუელეს ძეგლით, ან ვიტორიანოს ვერანდა საუკეთესოა. ეს უზარმაზარი თეთრი შენობა, რომელიც ხედში დომინირებს, მე-19 საუკუნის ბოლოს, ერთიანი იტალიის პირველი მეფის პატივსაცემად აშენდა.