TripAdvisor-მა მსოფლიოს საუკეთესო პლაჟები გამოავლინა  და Travelers’ Choice Awards-ის გამარჯვებულები დაასახელა. 

საუკეთესო პლაჟად Praia da Falésia (სამხრეთ პორტუგალიაში) დასახელდა.

„პლაჟი განთქმულია თავისი დრამატული კლდეებით, ოქროსფერი ქვიშით და ცისფერი ცქრიალა წყლით. გაირუჯეთ უზარმაზარ სანაპიროზე,“- ნათქვამია სტატიაში.

საუკეთესო პლაჟების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

Praia da Falésia (სამხრეთ პორტუგალია)

Spiaggia dei Conigli (იტალია)

La Concha Beach (ესპანეთი)

Ka’anapali Beach (ჰავაი)

Grace Bay Beach (ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო) 

​​​​​​​ Anse Lazio (სეიშელის კუნძულები)

​​​​​​​ Manly Beach (სიდნეი)

​​​​​​​ Eagle Beach (არუბა)

​​​​​​​ Siesta Beach (ფლორიდის შტატი)

​​​​​​​ Varadero Beach (კუბა)